გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაცია განაახლა.
სინოპტიკოსთა ცნობით, 21 თებერვალს ქუთაისში ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება. დღისით +11 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც ცვალებადი მოღრუბლულობაა ნავარაუდები. დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +7 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. აქ უნალექო დღეა მოსალოდნელი.
ფოთში +7 გრადუსამდე გათბება ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში, უნალექო დღე იქნება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 იქნება. მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. უნალექო დღე იქნება სოხუმში, სადაც ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღე უნალექოდ ჩაივლის. დღისით ტემპერატურა-1 გრადუსი იქნება, ღამით -10 გრადუსი დაფიქსირდება. ნაწილობრივ ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი ამბროლაურში, სადაც +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაიწევს.
ჭიათურაში +6 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ნაწილობრივ მზიანი იქნება დღე, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +1 გრადუსი და ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომშიც ცვალებად მოღრუბლულობას ვარაუდობენ სინოპტიკოსები. დღისით ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში -7 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში -6 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -11 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ნაწილობრივ ღრუბლიანი დღე.
გორში დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, დღე ნაწილობრივ მზიანი იქნება, ღამის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც ნაწილობრივ მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში დღის განმავლობაში ღრუბლიანობის მცირე მომატებაა შესაძლებელი. -4 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -11 გრადუსი იქნება. ომალოში ჰაერის ტემპერატურა დღისით -6 გრადუსი იქნება, ცვალებადი მოღრუბლულობა შეინიშნება, ღამე კი ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსს მიაღწევს, იქნება ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი.
უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. +7 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. აქ დღე ნალექიანი იქნება.
რუსთავში დღისით +5 გრადუსი და თოვაა მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაქში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი.