“რუსეთი…რუსეთი…რუსეთი… გავრილოვები… პუტინები… -ოვები და -ინები. ალელუიასავით დაზეპირებული უკანასკნელი თავშესაფარი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს და გიორგი ბარამიძის ტექსტს აზიარებს, რომელშიც ამბობს, რომ ნიკა მელიას იმუნიტეტი გავრილოვების თავყრილობამ მოუხსნა.
„1988 წლიდან, მაშინ ბავშვი ვიყავი, მახსოვს ეროვნული მოძრაობაც, პირველი მიტინგებიც, გაუ-მარ-ჯოს, გადადექიც, სუკის აგენტიც და რუსეთის მონაც. ხოდა, ერთი რამე ვისწავლე 1988 წლიდან მოყოლებული. უტყუარი ფორმულაა. ვინც ყველაზე ხშირად და ყველაზე დაჟინებით ახსენებს რუსეთებს და პუტინებს, ისინი მართლაც პატრიოტები არიან, ამ სიტყვის იმ გახუნებული მნიშვნელობით, ერთ დროს ჩემთვისაც საპატივცემულო, გია ბარამიძე რომ ანიჭებს. უბრალოდ ისინი მეგაფონის პატრიოტიზმით გაერთნენ და სამშობლოს სიყვარული დაავიწყდათ. რუსეთი…რუსეთი…რუსეთი… გავრილოვები… პუტინები… -ოვები და -ინები. ალელუიასავით დაზეპირებული უკანასკნელი თავშესაფარი. მაქეთ ალბათ „პატრიოტიზმია“, მაგრამ აქეთ სამშობლოს სიყვარულია. და ბოლო სერიაში ეს აჯობებს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.