ამ წუთებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავა მივიდა. კუჭავას თქმით, ის მოსახლეობის გვერდით დგას.
ირაკლი კუჭავამ სთხოვა შეკრებილებს, რომ გამოყოფილიყო 10 ადამიანი, რომელიც შევიდოდა მერიის შენობაში და თვალყურს ადევნებდა ონლაინსკოპინგს.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის მერიასთან სურების მოსახლეობა და მათი მხარდამჭერები ხეობაში ჰესის აშენებას აპროტესტებენ.