ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ე.წ. “პატარა ავტოსადგურის ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი მაღაზია გაძარცვეს.
როგორც გვატყობინებენ, მძარცველებმა მაღაზიის შუშა ჩაამსხვრიეს. წაღებულია 4 კოლოფი სიგარეტი და 2 ცალი პური.
ძარცვაში, სავარაუდოდ, 4 პირი მონაწილეობდა, რაც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.
ძარცვა კომენდანტის საათის დროს, დაახლოებით, 4-5 საათისთვის მოხდა.
“გურია ნიუსი” მომხდარის დეტალების შესახებ ინფორმაციისთვის შსს-ს დაუკავშირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნილია ცხელ კვალზე.
“მხილებული არიან სავარაუდო დამნაშავეები. მიმდინაროებს საგამოძიებო მოქმედებები”, _ გვითხრეს შსს-ში.