„სპორტ პანორამა“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ რეგიონული ლიგის დასავლეთ „ბ“ ჯგუფის 2020 წლის გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე მარტვილის „მერანი 2“ ლიდერობას ინარჩუნებს, თუ პირველ–მეორე ადგილზე გასულებმა ჩემპიონატი თანაბარი ქულებით დაასრულეს პირველ ადგილზე ჭყოდიდური გუნდი გავა, რომელიც მას ფონდიდან მეტი დაფინასების მიღების უფლებას მისცემს, ხოლო მეორე ადგილოსანი კი მასზე სამჯერ ნაკლებს, თუმცა ლიგა 4–ში ისიც აღზევდება.
რაც შეეხება დღეს გამართულ მატჩებს ლიდერებმა სტუმრად მოიგეს „მერანი 2“–მა ხელვაჩაურში ხულოს „ხიხანი“ დაამარცხა 2:1, „მაჭახელამ“ კი ქობულეთში „შუქურა 2“ – ს სძლია 3:2, კიდევ ერთ შეხვედრაში წყალტუბოს „სამგურალი 2“–მა აუტსაიდერი ოზურგეთის „მერცხალი“ გაანადგურა 7:1.