გურიის რეგიონში COVID19-ის საწინააღმდეგო 1100 ,,ასტრა ზენეკას“ ვაქცინა შემოვიდა.
მიღებული რაოდენობიდან 600 ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 300-ლანჩხუთში და 200-ჩოხატაურში განაწილდა.
პირველ ეტაპზე ვაქცინაციას დაექვემდებარება სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირები: როგორც ექიმები, ასევე, კლინიკებში მომუშავე ტექნიკური პერსონალი.
15 მარტიდან ვაქცინაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კლინიკა ,,მედალფა“-ში ოზურგეთის სამედიცინო პერსონალით დაიწყება.
17 მარტიდან ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ,,მედალფას“ კლინიკები.
ვაქცინაცია გაკეთდება ორჯერადად. მეორე აცრა გაკეთდება პირველი ვაქცინაციიდან 8-12 კვირის ვადაში.
COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაცია უნდა მოახდინოს სამედიცინო სფეროში დასაქმებულმა პირმა სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე: www.booking.moh.gov.ge
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID19-ით ვაქცინაციას!
ვაქცინაცია ნებაყოფლობითია! _ ინფორმაციას “გურიის მხარე” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.