ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე გურულებიც იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომამ წუთებში, ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა შეჩერდეს ჰესის მშენებლობა. მონაწილეთა თქმით, თუ არ შესრულდება მათი მოთხოვნები, ისინი თბილისში გადაინაცვლებენ და პარლამენტის შენობის წინ გამართავენ აქციას.