Developed By Web Features 2024 © All rights reserved
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სამი პირი დააკავეს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ დროის სხვადასხვა პერიოდში ბრალდებულმა გამოძიებასთან მოთანამშრომლე პირზე გაასაღა ყალბი 100 ლარიანი კუპიურები ჯამში 1 400 ლარი, ხოლო დამატებით ყალბი 2 000 ლარის გასაღება, თანმხლებ ორ პირთან ერთად განახორციელა 2021 წლის 17 მარტს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ყალბი ფულის გასაღებას გულისხმობს“, – აცხადებენ სუს-ში.
უწყების ცნობით, გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved