ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
„გურია ნიუსთან“ საუბრისას ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ინფიცირების ნახევარზე მეტი შემთხვევა ფოთის სამკერვალო ფაბრიკა „ტექსტილს“ უკავშირდება.
„ლანჩხუთში არსებული ეპიდვითარება არ არის სახარბიელო. გურიის რეგიონში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან ყველაზე მეტი შემთხვევა ლანჩხუთშია. ფოთის სამკერვალო ფაბრიკა „ტექსტილში“ დაფიქსირდა ინფიცირების დაახლოებით 10 შემთხვევა ჩვენი რაიონის მცხოვრებლებში და ამან საკმაოდ იმოქმედა ეპიდსიტუაციაზე“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.