ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
საუბარი შრომას, ხრიალეთის და ნატანების საჯარო სკოლებს ეხება.
ინფორმაციის გადასამოწმებლად ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ ლელა იმედაიშვილს დავუკავშირდით.
„არ შეესაბამება სიმართლეს. სკოლებში სწავლა გრძელდება ჩვეულებრივად“,_ გვითხრა იმედაიშვილმა.
რომელიმე სკოლაში ინფიცირების შემთხვევის დაფიქსირებას არ ადასტურებენ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშიც.
„სასწავლო დაწესებულებები, არც სკოლა და არც ბაღი, არ არის სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადასული. მიმდინარეობს მასწავლებლების გატესტვა დღეიდან. ყოველ მე-14 დღეს ვამოწმებთ“,_ გვითხრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მაია ქუტიძემ.