გურიაში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა
გარდაცვლილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანის მცხოვრებია.
„გარდაცვლილია 98 წლის მამაკაცი. კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა გუშინ და კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა“,_ გვითხრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა.
ცნობისთვის, ლანჩხუთში კორონავირუსით 20 ადამიანია გარდაცვლილი. გასულ 24 საათში კი ინფიცირების 14 შემთხვევა გამოვლინდა.