დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეპიდსიტუაცია სტაბილურია, მაგრამ არსებობს რისკი, რომ ვითარება „ხელიდან გაიქცეს“.
„ეპიდსიტუაცია სტაბილურია, მაგრამ თუ აპრილიდან ხელიდან „გაგვექცა“, გამეორდება სამწუხარო ნოემბერი და დეკემბერი ამდენი მსხვერპლით, რაც ჩვენ იმ ორ თვეში გვქონდა. დღეს ამ საკითხზე ვისაუბრე და დავაყენე საკითხი, უფრო მკაცრი საკომუნიკაციო კამპანიის, რომ ყველა ტელევიზია, ყველა მასობრივი საშუალება, ყველა ბილბორდი დაკავებული უნდა იყოს იმით, რომ ადამიანებს მოვუწოდოთ, რაც ნიშნავს პანდემია და როგორ უნდა ვებრძოლოთ. პირბადე უნდა ვატაროთ ყველამ, დავიცვათ დისტანცია და დიდ თავშეყრებს თავი ავარიდოთ. ყველა უნდა ავიცრათ, ვისაც ეს ეტაპობრივად ეკუთვნის“, – განაცხადა გამყრელიძემ.