ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ ეპარქიიდან კიდევ ოთხი სასულიერო პირი განკვეთა. განკვეთილთა სიაში არის არქიმანდრიტი ათინოგენე, რომელიც მის წოდებას ვეღარ დაიბრუნებს.
სანამ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე ბრძანებას გასცემდა, მან სჯულის კანონის ის მუხლები წაიკითხა, რომლითაც იხელმძღვანელა და თქვა, რომ განკვეთილებმა დაარღვიეს ფჯულის კანონის ყველა მუხლი
მეუფე სტეფანეს თქმით, განკვეთილ მღვდლებს მსახურების უფლება შეუჩერა და მათ უფლება მხოლოდ მას შედეგ აღუდგებათ, რაც ისინი ერისა და ბერის წინაშე მოინანიებენ.
,,ბრძანება N6. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისათვის და სასულიერო პირთათვის შეუფერებელი საქციელისთვის განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან არქიმანდრიტი ათინოგენი (მდივანი), რომელსაც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება , მაგრამ მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს. ამიერიდან მას აღარ ეწოდება არქიმანდრიტი ათინოგენი, არამედ მონაზონი ათინოგენი მდივანი. ამავე დანაშაულებებისთვის აეკრძალოს მღვდელმსახურება იღუმენ დანიელს (გვილავა), მღვდელს მირიან (მესხაძე), მღვდელმონაზონ ლუკას (იბრაგიმოვი), დიაკონ ანანია (კალანდიას) საჯაროდ გამოთქმული სინანული შეიძლება იქცეს მათთვის მღვდელმსახურება უფლებების დაბრუნებისა.ხოლო რაც შეეხება მონაზონი ათინოგენს მისთვის მღვდელმსახურება დაბრუნება ამიერიდან შეუძლებელია. თუმცა უფლება აქვს მოინანიოს თავისი ცოდვები და ეზიაროს. ბრძანება ძალაში შევიდა Ხელმოწერისთანავე, _ წერია ბრძანებაში.
ცნობისთვის, განვკვეთილია, ის მხდელმსახურები, რომლებიც მკვეთრად აფიქსირებდნენ თავიანთ პროტესტს. ისინი ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას მიმართ წაყენებული ბრალის დამტკიცებასა და პატრიარქის მიმართ წაყენებული ბრალდებებზე სინოდის განხილვას ითხოვდნენ.