ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ცენტრის ინფორმაციით, სულ ოზურგეთში გამოვლენილია კორონავირუსის 3523 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3406 ადამიანი, გარდაცვლილია 36. სულ ოზურგეთში აქტიურია ინფიცირების 81 შემთხვევა, იზოლაციაში კი 19 ადამიანი იმყოფება.