იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს. როგორც imedinews-ს სერვისების განვითარების სააგენტოში განუცხადეს, ადეიშვილს მოქალაქეობის შეწყვეტაზე განცხადება შეტანილი აქვს.
„მიმდინარეობს საქმის განხილვა, კანონით დადგენილი ვადების ფარგლებში საქმის განხილვის დასრულება უწევს მაისში“, – აცხადებენ სააგენტოში.