ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ახალ სერიალში გამოჩნდება.
“ფილმმა ძალიან ამაფორიაქა, რადგან როლი მრავალწახნაგოვანია. სერიალი დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე”,_ ამბობს ცნობილი მსახიობი მერაბ ნინიძე.
მედიით გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო დონის ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ახალ გერმანულ სერიალში მონაწილეობს.
სერიალის სახელწოდებაა: “დოქტორ ბალოუსი”.
ფილმი მოგვითხრობს რეალურ, საინტერესო და ხშირ შემთხვევაში თავისი განსხვავებული სამედიცინო მიდგომებით გამორჩეული მედიკოსის ამბავს.
“ფილმი და როლი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან იგი რეალური ადამიანის ცხოვრებას ასახავს, ექიმის ისტორიას, რომელსაც ცხოვრებაში ბევრი ტრაგედია გადახდა თავს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ის არ გაბოროტებულა ცხოვრებასა და ადამიანებზე; პირიქით, მან იპოვა ძალა, რომ ძნელი და რთული ვითარებებიდან უფრო გაძლიერებული გამოსულიყო. იმედია, მაყურებელი კარგად მიიღებს, ხშირ შემთხვევაში, არაორდინალური, მაგრამ ჰუმანურობით გამორჩეული პიროვნების ისტორიას”, _ თქვა მსახიობმა.
წყარო: www.zdf.de