“მე ვთვლი, რომ ბატონი ნიკა მელია არ არის პოლიტიკური პატიმარი, იგივეს ვფიქრობ გიორგი რურუაზეც“, _ ამის შესახებ გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, მიხეილ დაუშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.
დაუშვილის თქმით, ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს.
“ბატონი ნიკა მელია, თქვენ კარგად იცით, რასთან დაკავშირებით არის ბრალდებული. ეს არის საკანონმდებლო ორგანოზე შტურმის ორგანიზება. მე ვთვლი, რომ ბატონი ნიკა მელია არ არის პოლიტიკური პატიმარი.
ანალოგიურად, ბატონი გიორგი რურუას მიმართ არსებობს კონკრეტული საქმე, სასამართლო პროცესი გრძელდება და რაც შეეხება პოლიტპატიმრობას, დიახ, ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ, რომ ბატონი გიორგი რურუა არ არის პოლიტპატიმარი”, – განაცხადა დაუშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი გახარიას გუნდმა “ქართული ოცნება” დატოვა. საგანგებო განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გააკეთა.