ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან აცნობეს.
ცენტრის მონაცემებით, სულ ოზურგეთში ვირუსით ინფიცირების 3569 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან გამოჯანმრთელებულია 3436 ადამიანი, გარდაცვლილია 36. აქტიურია ინფიცირების 97 შემთხვევა.