სამტრედიის მუნიციპალიტეტის უხუცესი ქალბატონი, 104 წლის ქეთო ბუბუტეიშვილი გარდაიცვალა, _ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც ექიმები გვიდასტურებენ, ქეთო ბუბუტეიშვილის გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.
6 შვილის გამზრდელ დედას თავის მშობლიურ სოფელ გორმაღალში დაიტირებენ. მას თანასოფლელები საუკეთესო ადამიანად ახასიათებენ.
“გურია მიუსი” თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს.