საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, იენს სტოლტენბერგთან შესანიშნავი საუბარი ჰქონდა და მათ ალიანსისკენ საქართველოს სწრაფვა და ავღანეთში უახლოეს თვეებში თანამშრომლობის საკითხი განიხილეს.
„დღეს შესანიშნავი საუბარი მქონდა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ალიანსის მომავალი სამიტის ნატო-სკენ საქართველოს გზის დასადასტურებლად და უახლოეს თვეებში ავღანეთში ჩვენი თანამშრომლობის განსახილველად. საქართველოში 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზე”, – წერს სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე.