არ აქვს მნიშვნელობა როგორ სტილს ანიჭებთ უპირატესობას, ეს არის ფეხსაცმელი, რომელიც, ერთი წყვილი მაინც, ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს და ფეხსაცმელი, რომელიც თითქმის ყველა ქალს სურს.
კრისტიან ლუბუტინის მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ვარსკვლავურ ფეხსაცმელებს უწოდებენ.
მელანია ტრამპი, მეგან მარკლი, ქეით მიდლტონი და მსოფლიოს სხვა პოპულარული ქალები, რომლებიც დანარჩენებისთვის სტილის თვალსაზრისით მიბაძვის ობიექტები არიან, სწორედ ლუბუტენის მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ანიჭებენ უპირატესობას.
ლუბუტენის ფეხსაცმელებს თავისი წითელი ძირით ერთი შეხედვისთანავე იცნობთ.
დიზაინერი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს წითელი ძირი სძენს მის ფეხსაცმელებს განსაკუთრებულ შტრიხს.
მაგრამ რა გახდა დიზაინერისთვის ინპირაციის წყარო, რატომ გადაწყვიტა მან რომ ფეხსაცმელებს წითელი ძირი ჰქონოდა?
Marie Claire წერს, რომ დიზაინერის შთაგონების წყარო ფჩხილის ლაქი გახდა. ლუბუტენმა თავისი ასისტენტის წითელი ფრჩხილის ლაქით შავი ფეხსაცმლის ძირი შეღება და მიღებულმა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. „არ ველოდი ისეთი ლამაზი შედეგი მივიღე“, – ამბობს ის.
ამის შემდეგ კი წითელი ძირი კრისტიან ლუბუტენის ფეხსაცმელების მთავარი შტრიხი გახდა.