უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.
„მიზანმიმართული ჭორია ის, რომ მე თბილისის მერის არჩევნებში ვაპირებ მონაწილეობას. არაერთხელ ვთქვი, რომ თბილისს ჰყავს გამორჩეული მერი, რომელიც ჩვენი გუნდის წარმატებული ლიდერია და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში ბევრ მოქალაქეს სურს რომ კვლავ კახა კალაძეს იხილოს მერად მომავალშიც. თუმცა, პირველ რიგში ეს არის მისი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ უახლოესი პერიოდში კამპანიის დაწყებისას საზოგადოებას წარვუდგენთ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ