“ინფორმაცია თითქოს, მე ვაპირებ თბილისის მერობის არჩევნებში გუნდის სახელით მონაწილეობას, არის მიზანმიმართული ჭორი”, განაცხადაარჩილ თალაკვაძემ.
„მე არაერთხელ ვთქვი, რომ თბილისს ჰყავს გამორჩეული მერი, რომელიც ჩვენი გუნდის წარმატებული ლიდერია. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში ბევრს სურს კახა კალაძე იხილოს მერად. ეს, პირველ რიგში, მისი გადაწყვეტილებაა, რომელსაც უახლოეს პერიოდში, ჩვენ კამპანიის დაწყებისას წარვუდგენთ საზოგადოებას. იქამდე კონსულტაციები იქნება პარტიაში ყველა თვითმმართველ ქალაქში კანდიდატურებთან დაკავშირებით. კახა კალაძე არის გამორჩეული ლიდერი, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვსურს, რომ ის იყოს თბილისის მერობის კანდიდატი. გადაწყვეტილება არის მისი მისაღები. მე დარწმუნებული ვარ, რომ კახა კალაძესთან ერთად ჩვენს გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება ელოდება“, _ განაცხადა თალაკვაძემ.