მეცნიერებმა მრავალწლიანი კვლევების შედეგად, დაადგინეს: თუ უნდა, რომ მიზანს მიაღწიოს, ცხოვრების დაგეგმვისას, ქალმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ასაკი. თურმე, ყოველ ეტაპს, ყოველ საფეხურს ქალის ცხოვრებაში აქვს თავისი ოქროს პერიოდი – ანუ, კონკრეტული ასაკი აქვს, მაგალითად:
პირველი შვილის გაჩენისთვის საუკეთესო ასაკია 23-დან 35 წლამდე;
ოჯახის შექმნისთვის – 25-დან 29 წლამდე.
სპორტი და ფიზიკური ვარჯიში – 40 წლამდე (40 წლის ზემოთ, სასურველია, სეირნობა და ცურვა).
კარიერული წინსვლა – 40 წლამდე (თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს).
წონის კორექცია – 28 წლის შემდეგ. ამ ასაკიდან ორგანიზმში ნელ-ნელა ქვეითდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები და, შესაბამისად, იმაზე ნაკლებ კალორიებს ვწვავთ, ვიდრე საკვებით ვიღებთ. ამიტომ, უნდა მივირთვათ ხშირად, ცოტა-ცოტა და აუცილებლად გავზარდოთ უჯრედისების რაოდენობა (ბოსტნეულისა და ხილის მეშვეობით).
კოსმეტიკური პროცედურები: 25 წლამდე საკმარისია, კანის ყოველდღიური მოვლა ჰიგიენური თვალსაზრისით. 25-დან 30 წლამდე მეტი ყურადღება მიაქციეთ კანს სახესა და მთელ სხეულზე. მიიღეთ ზღვის მარილის აბაზანები, გამოიყენეთ დამცავი და დამატენიანებელი კრემები და ასე შემდეგ. 30-დან 40 წლამდე უყურადღებოდ არ დატოვოთ არც ერთი, თუნდაც ძალიან უჩინარი ნაოჭი და სასწრაფოდ მიაშველეთ სპეციალური კრემი. 40 წლის ზემოთ – თუ გსურთ, გაიხანგრძლივოთ ახალგაზრდობა, აუცილებლად მოიცალეთ საკუთარი თავისთვის: წესად შემოიღეთ დილის და საღამოს მოციონები, ცურვა ან ელემენტარული ვარჯიშები. რეგულარულად გაიკეთეთ ანტიცელულიტური და საერთო მასაჟები. ორ-სამ თვეში ერთხელ მაინც გაიწმინდეთ სახე კოსმეტოლოგთან.