მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება. წმინდა გიორგის სახელობის ქაშვეთის ეკლესიაში წირვას დილიდან პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო აღავლენს. მრევლს შორის დაცული იქნება დისტანცია და უსაფრთხოების ზომები.
6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდანს 303 წელს მოკვეთეს თავი.
ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს.