საქართველოში 43 000 დოზა „ატრაზენეკას“ ვაქცინა ჩამოვიდა. ვაქცინები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას ჩამოიტანეს.
აღნიშნული დოზა განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა.
„ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია გუშინ დაიწყო. მოქალაქეებს შეუძლიათ, მეორე დოზის გასაკეთებლად დარეგისტრირდნენ ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში.
რეგისტრაცია შესაძლებელია პორტალზე booking.moh.gov.ge. მეორე დოზით აცრა ჩატარდება 10 მაისიდან. ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ჩაიტარა.
შეგახსენებთ, ვაქცინების ანალოგიური რაოდენობის პირველი პარტია ქვეყანამ 13 მარტს მიიღო.