გურიაში კორონავირუსს კიდევ 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფიცირების შედეგად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომას მცხოვრები მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, მამაკაცს კორონავირუსი დაახლოებით ერთი თვის წინ დაუდასტურდა და სამკურნალოდ ბათუმში გადაიყვანეს.
ოზურგეთის ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, იმასაც რომ შტაბში შესულ ინფორმაციაში, შუა ხნის ასაკის მამაკაცის გარდაცვალების დრო მითითებული არ არის, ამიტომ გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია.
მონაცემების მიხედვით, ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირებული 53 ადამიანია გარდაცვლილი.