2021 წლის 16 მაისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8823 აივ ინფიცირებული პირი, 6587 – მამაკაცი, 2236 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4441 პაციენტს განუვითარდა, 1834 გარდაიცვალა.
16 მაისის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 5517 (4897 + 620 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 44 (35 + 9 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 35.7 % (3153) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 49.6 % (4378) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.4 % (1091) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % (112) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (41) – სისხლის რეციპიენტია; 0.5 % (48) – გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3305 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1197; შემდეგ იმერეთში 1058; აჭარაში 1006; აფხაზეთში (532); კახეთში (443) ქვემო ქართლში (499); შიდა ქართლში (327); გურიაში (187); სამცხე-ჯავახეთში (121) და ა.შ.
ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2014 წელს – 564; 2015 წელს – 717; 2016 წელს – 719; 2017 წელს – 631, 2018 წელს – 672, 2019 – 668; 2020 წელს – 530;
2021 წლის 16 მაისის მონაცემებით დაფიქსირებულია – 191 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 187 ახალი შემთხვევა.
2021 წელს გარდაიცვალა 41 აივ ინფიცირებული. 2020 წ – 157, 2019წ – 116, 2018 წ. – 135, 2017 წ. – 127, 2016 წ. – 168, 2015 წ. – 94, 2014 წ. – 84 პირი.
სულ საქართველოში გამოვლენილია 119 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 – ვაჟი, 47 – გოგონა. 30 გარდაიცვალა.