ჩოხატაურში მოსახლეობის ნაწილს საათზე მეტია რაც ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მომსახურების ცენტრის მთავარმა ინჟინერმა თეიმურაზ ჩხიკვაძემ განუცხადა, ელექტრო ენერგიის გარეშე ჩოხატაურის ცენტრში მცხოვრები ადამიანები მაღალი ძაბვის ხაზზე მომხდარმა დაზიანებამ დატოვა.
„დაზიანებაა, 9 საათისთვის იქნება ჩართული“,_ გვითხრა ჩხიკვაძემ.