ჩოხატაურში ბოლო 24 საათის მონაცემებით 8 ახალი კოვიდინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა.
აქედან ოთხი ერთი ოჯახის წევრია, მათ შორისაა სკოლის მოსწავლე, ორი შემთხვევაც ოჯახური კლასტერია, მათ შორის ერთი საბავშვო ბაღის მასწავლებელია. დარჩენილი ორი შემთხვევიდან ერთი ქალაქიდან სოფელში ჩამოსულია, ხოლო მეორე ხევის სკოლის პედაგოგი. ეს აღნიშნულ სკოლაში ინფიცირების უკვე მეორე შემთხვევაა.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ მიღებულია შესაბამისი ზომები. დაწყებულია მასობრივი ტესტირებები, რაც სოფლებში გასვლასაც გულისხმობს, დღეს მორიგი გასვლითი მასიური ტესტირება მოხდება სოფელ ბუკნარის მიმრთულებით. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს მეტი სიფრთხილით მოეკიდონ არსებულ რეგულაციებს, თავი შეიკაონ სარიტიუალო სუფრების გაშლაზე, სიპტომის შემთხვევაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე. დაიცვან პირველ რიგში სალუთარი და შემდეგ სხვისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე.
დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსრდა სურებში, ბუკნარში, ხევში, ბასილეთში.