საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ს.კ. “სამტრედიას” დაეკისრა ფულადი ჯარიმა და ეროვნული ლიგის მომდევნო 3 საშინაო მატჩს მაყურებლის გარეშე ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის ,,დინამოსთან” სამტრედიაში გამართული მატჩის დროს ადგილობრივმა მაყურებელმა დაარღვია დისციპლინური ნორმები, კერძოდ, მათ შეურაცხყოფა მიაყენეს მსაჯს, რის გამოც გუნდი დაჯარიმდა, აღნიშნულს “გურია ნიუსთან” კლუბის ადმინისტრაცია ადასტურებს.