პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, გიორგი აბაშიშვილი გიორგი გახარიას გუნდში მიდის, _ ამის შესახებ ის facebook-ზე წერს.
“ორი თვის წინ აღვნიშნე და ვისურვე, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო, დარჩა და აქტიურდება. მე მისი პოლიტიკაში ყოფნა მომწონს, ჩვენი ხედვები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს! ვაფასებ მის თანამოაზრეებს და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება მხარი დავუჭირო და შევუერთდე გახარიას გუნდს”, – წერს აბაშიშვილი.