„ბოლო ორი კვირის განმავლობაში ლარი 10 %ით გამყარდა, ფასები კი პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, წამლებზე, საწვავზე, საერთოდ ყველაფერზე, არა თუ იკლებს, იმატებს!
მოკლედ, არანაირი აზრი არ აქვს ლარის დოლართან მიმართებაში გამყარებას, დოლარში გაძვირდა ყველაფერი და იმიტომ.
თუმცა, ლარი როგორც კი გაუფასურდა, იმ წამსვე შეიკრიბნენ და აწიეს ფასები, ახლა გამოგვიცხადეს, 23 ივნისამდე რეფინანსირება არ იქნებოაო.
მოკლედ, იმ რეალობით, რაც დღეს ხდება, ცხოვრება კიდევ უფრო გაძვირდება, რადგან ჩვენ პრაქტიკულად ყველაფერს ვყიდულობთ. შველით კი მხოლოდ მაშინ გვეშველება, როდესაც სამუშაო ადგილების, შიდა ინვესტიციების შექმნით გავამყარებთ ლარს.
პარლამენტში შესული ე.წ. ხელმომწერი ოპოზიცია კი, იმის მაგივრად აი ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაზე იმსჯელონ, კაბინეტებზე, მანქანებზე, პრივილეგიებზე, მხოლოდ საკუთარი თავის დაბინავებაზე ზრუნავს.
აბა სხვა რითი აიხსნება თუნდაც ის, რომ აბსოლუტურად განსხვავებული იდეოლოგიის ადამიანები, აი ისეთები, ეკონომიკური პროგრამებიც რომ განსხვავებული ჰქონდათ წინასაარჩევნოდ, საერთო ფრაქციებს ქმნიან, კომიტეტებს და თანამდებობეს ეზომებიან და ადამიანების „დაბოლების“ მორიგ სერიებს, „ოცნებასთან“ სიამტკბილობაში, ახლა უკვე პარლამენტიდან განაგრძობენ“,_ აღნიშნული განცხადება „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.