20 ივნისს, სახელმწიფო ანსამბლ ,,გურიას” დამფუძნებელი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ჯუმბერ დუნდუა 80 წლის გახდებოდა.
სუხიშვილების დასში მრავალწლიანი კარიერის დასრულების შემდეგ, იგი მშობლიურ მხარეს დაუბრუნდა და წლების განმავლობაში უდიდესი წვლილი შეიტანა გურიაში ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში.
1978 წელს, ჯუმბერ დუნდუამ დააარსა ანსამბლი ,,გურია”, რომელიც 1998 წელს სახელმწიფო ანსამბლი გახდა.
1986 წელს, მისი დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად, ნინო რამიშვილთან და თენგიზ სუხიშვილთან ერთად, ოზურგეთში, ილიკო სუხიშვილის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდია დაარსდა.
2012 წელს, ჯუმბერ დუნდუას,2016 წელს კი სახელმწიფო ანსამბლ ,,გურიას”, ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ოზურგეთის თეატრის თაღებში სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს.
2014 წელს, ჯუმბერ დუნდუას გარდაცვალების შემდეგ, სახელმწიფო ანსამბლ ,,გურიას” მისი სახელი მიენიჭა.
წყარო: ანსამბლი “გურია”/Ensemble “guria”
ავტორი: გიორგი გირკელიძე