რამდენიმე ათეული მედიის წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი განცხადება შეიტანეს დღეს პროკურატურაში მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის სახელზე. განცხადებაზე ხელმომწერები, ერთი მხრივ მოითხოვენ ინფორმაციას, დაიწყო თუ არა რაიმე სახის სამართლებრივი რეაგირება „ALT ინფოს“ წარმომადგენელთა მუქარის შემცველი მოწოდებების გამო, მეორე მხრივ, თუ გამოძიება არ დაწყებულა, ამ შემთხვევაში მედიის წარმომოადგენლები მოითხოვენ საქმის აღძვრას.
„გთხოვთ გვაცნობოთ მიმდინარეობს თუ არა გამოძიება მედია საშუალების ალტ ინფოს ეთერში გაკეთებულ მუქარის შემცველ განცახდებებზე და ჟურნალისტებზე ძალადობის პირდაპირ მოწოდებების ფაქტზე. დადებით შემთხვევაში გთხვოთ შეგვატყობინოთ რა კვალიფიკაციით მიმდინარეობს გამოძიება და მიცემულია თუ არა ვინმე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში.
მიგვაჩნია, რომ ხსენებულ პირთა მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები ცალსახად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და იმ შემთხვევაში, თუ არ არის გამოძიება უკვე დაწყებული ამ ფაქტზე, გთხოვთ უზრუნველყოთ გამოძიების დაწყება და შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარება, რათა დამნაშავეებს დაეკისროთ სათანადო პასუხისმგებლობა და მომავალში თავიდან იქნეს აცილებული ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მედია საშუალება ალტ ინფო ფინანსდება რუსული სპეცსამსახურების მიერ, შესაბამისად მიგვაჩნია, რომ საქართველოს პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ამ საკითხითაც და არ უნდა დაუშვას ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების გატარება და ამ პირებს არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა საქართველოში აწარმოონ ანტიდასავლური პროპაგანდა“,- ნათქვამია მედიის მიერ ხელმოწერილ განცხადებაში.