თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თალიბებმა უნდა შეწყვიტონ თავიანთი ძმების მიწის ოკუპაცია.
როგორც reuters წერს, ერდოღანმა აღნიშნა, რომ თალიბები ავღანეთს რკინის მუშტით მართავდა 1996 წლიდან 2001 წლამდე და 20 წელი იბრძოდა ქაბულში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის დამხობისა და ისლამური მმართველობის თავიდან ასაცილებლად. ისინი, ახლა ახალ ნაბიჯებს იწყებენ ტერიტორიის მოსაპოვებლად, რადგან უცხოური სამხედრო ძალები გადიან.
”თალიბებმა უნდა დაასრულონ თავიანთი ძმების მიწის ოკუპაცია და მსოფლიოს აჩვენონ, რომ ავღანეთში მშვიდობა სუფევს.” – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თალიბების მიდგომა არ არის ის გზა, რომელიც მუსლიმებმა ერთმანეთთან ურთიერთობებში უნდა გამოიყენონ.
მანამდე ავღანეთში 15-მა დიპლომატიურმა მისიამ და ნატოს წარმომადგენელმა თალიბებს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
„ყურბან-ბაირამის დღესასწაულის დროს, თალიბებმა იარაღი უნდა დაყარონ და აჩვენონ მსოფლიოს მათი ერთგულება სამშვიდობო პროცესისადმი“, _ ნათქვამია დიპლომატიური კორპუსის განცხადებაში.
ავტორი: მერაბ ცაავა