სენაკში, ა.ხორავას სახელობის დრამატული თეატრის გახსნაზე ჩასულმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა.
როგორც ემა გოგოხია „გურია ნიუსთან“ აცხადებს, წულუკიანი მისმა დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა.
მომხდარის შემდეგ წულუკიანმა ფეისბუქზე განცხადება გაავრცელა:
“დღეს, ამ მიკროფონით ვხსნი ქართუ ფონდის მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია.
ფორმულას თუ გლავკანალს (ემას ვცნობ და ლოგოს ვერა) კი მოუწევს ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა რეგიონში, რომელსაც, როცა თავს ესხმის უკვე დარბაზში შესულ რესპონდენტს (რომელმაც მანამდე კითხვებს ფოიეში პასუხები გასცა), აქვს შნო, მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს. არ დავაბრუნებ! :)))) ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ”.
ავტორი: ჯემალ ღამბაშიძე