პერსონალური მონაცემების დარღვევებით დამუშავების გამო, ევროკავშირის მარეგულირებელმა კომპანია Amazon-ი 746 მილიონი ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters – ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, ლუქსემბურგის მონაცემთა დაცვის ეროვნულმა კომისიამ (CNPD) Amazon-ს საჯარიმო სანქცია 16 ივლისს დააკისრა.
კომპანია Amazon-ის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, კომპანია აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია მოითხოვს, რომ კომპანიებმა მომხმარებლების პერსონალური მონაცემების გამოყენებამდე მათგან ნებართვა უნდა მიიღონ.
[sexy_author_bio]