გურიაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
როგორც „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა:
„გურიაში 12 აგვისტომდე მაქსიმალური ტემპერატურა ნარჩუნდება +31, +32 გრადუსი. დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე ხასიათის წვიმა.
14-15 აგვისტოს მნიშვნელოვანი ნალექია მოსალოდნელი. წვიმას თან ეხლება ელჭექი და ქარის გაძლიერება.
18 აგვისტომდე ტემპერატურის მკვეთრი მომატება არ არის მოსალოდნელი“,_ გვითხრა გვაზავამ.
[sexy_author_bio]