პარტია “ელენე ხოშტარია-დროას” წევრები ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე, 5000-5000 ლარით დააჯარიმეს.
პარტიის წევრების დაჯარიმების მიზეზი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, კანცელარიის წინ შადრევნის წყლის აკრილის საღებავით შეღებვაა.
ისინი ნარჩენების მართვის კოდექსის 36-ე მუხლის მიხედვით დაჯარიმდნენ.
„დროას“ წევრებს ამის შესახებ დღეს, რამდენიმე წუთის წინ აცნობეს.