დღეს, ოზურგეთში, სახალხო პარტიის ოფისში, პარტიის თავმჯდომარემ, შოთა გოგიბერიძემ ბრიფინგი ჩაატარა.
მან ისაუბრა ახალი გუნდის შესახებ და საგანგებოდ აღნიშნა, რომ ეს არის მთლიანად ახალგაზრდების გუნდი და მათ სურთ მრავალპარტიული სისტემის დანერგვა ოზურგეთის საკრებულოში.
„ორპოლუსებიანობამ არ მოგვიტანა კარგი ამბავი. სამოქალაქო დაპირისპირებამდეა საქმე მისული. ჩვენ ახლა საზოგადოებას წარვუდგენთ პარტიული სიის პირველ ათეულს. ესენი არიან საუკეთესო, მოტივირებული ახალგაზრდები, _ თქვა მან.
შემდეგ კი დაასახელა პარტიის პირველი ათეული: შოთა გოგიბერიძე, გიორგი ხავთასი, თეო გაგნიძე, გიორგი კობალაძე, გიორგი აბულაძე, თამარ ვახრამოვი, დათო კოტრიკაძე, შოთა აბაშმაძე, ნინო გაფრინდაშვილი, ზუკა ურუშაძე.
გოგიბერიძემ ისაუბრა პარტიის მიზნებზე და თქვა, რომ განახლებული სახალხო პარტია, მამუკა გიორგაძის და სოსო გოგაშვილის ხელმძღვანელობით, საფუძველს ჩაუყრის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში სამი ძირითადი ღირებულების სათანადო ადგილზე დაბრუნებას.
როგორც გოგიბერიძისემ თქვა, ეკონომიკურ და სოციალურ პროგრამებს ეტაპობრივად გააცნობენ საზოგადოებას.
[sexy_author_bio]