39 წლის ამერიკელი მსახიობი და ბიზნესმენი – ჯესიკა ალბა ჟურნალ „Romper“-თან ინტერვიუში ისეთ დეტალებზე საუბრობს, რომლებიც აქამდე არასდროს გაუსაჯაროებია.
“დედაჩემს კიბო ძალიან ნაადრევ ასაკში აღმოუჩინეს, ის დაახლოებით 20 წლის იყო. მე თვითონაც ქრონიკული დაავადებით ვიზრდებოდი და 11 წლამდე ხუთი ოპერაციის გადალახვა დამჭირდა. ეს ქრონიკული ალერგია იყო, რის გამოც ხშირად ხდებოდა ჩემი ჰოსპიტალიზება საჭირო. როდესაც ქვეყნიერებას ჩემი ქალიშვილი მოევლინა, ჩემს გულში რაღაც შეიცვალა. მივხვდი, რომ სიცოცხლეს ვესწრაფვი და მინდა რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო ადამიანთან, რომელიც მე მომავლინე ქვეყნიერებას. ჯანმრთელობა – ეს მთავარი ღირებულებაა.
საშინლად რთულია იყო ბედნიერი როცა ეს არ გაქვს, სწორედ ეს გახდა ჩემი მოტივატორი. მე ჩემი კარიერის სიმაღლეზე ვიყავი, მაგრამ მივხვდი, რომ აღარ მინდა ადრინდელ ცხოვრებას დავუბრუნდე”, – აღნიშნა მან.
[sexy_author_bio]