კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში იმყოფებოდა.
დღეს, შემოქმედში “ქართულმა ოცნებამ“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე წარუდგინა ამომრჩეველს.
შეხვედრის ბოლოს თეა წულუკიანმა მედიის წარმომადგენლებს კითხვებს უპასუხა: „ოპოზიციას სურს, როგორმე მიაღწიოს დესტაბილიზაციას და ჰქონდეს საბაბი, მოითხოვოს რიგგარეშე არჩევნები.
თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ ავთო თალაკვაძე უალტერნატივო კანდიდატია. დღეს გახლდით ლანჩხუთსა და ჩოხატაურში _ იქაც იმარჯვებენ ჩვენი კანდიდატები, რადგან ჩვენ გვაქვს ერთობლივი გეგმები, იმისთვის, რომ განვითარება გაგრძელდეს.
რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რამდენიმე წლის მერე ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, ახალი ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ დღეს ოპოზიციის სამწუხაროდ, 2 ოქტომბერს არჩევნებში „ქართული ოცნება“ კვლავ უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა“, _ თქვა თეა წულუკიანმა.
[sexy_author_bio]