კონსერვატორი კობა ძიძიგური სამტრედიაში ,,გახარია- საქართველოსთვის” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და პარტიული სიის პირველი ნომერია. #2 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულმა ძიძიგურმა ჟურნალისტებთან კომენტარში განაცხადა, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება ,, ქართული ოცნების” მიერაა დადგმული და მორიგი ავანტიურაა:
“ოცნების ახალი ავანტიურაა, სამწუხაროა, რომ ისე დაეცა ,,ოცნების” რეიტინგი და იმდენად გაუჭირდათ, თავიანთი მაშველი რგოლი- მიხეილ სააკაშვილი, რომ ჩაბღუჯეს და საქართველოში შემოიყვანეს, როგორმე სკამები შეინარჩუნონ.
ამაზრზენია მათი საქციელი და სწორად მოვიქეცი, რომ წამოვედი ,, ქართული ოცნებიდან” და ამ სამარცხვინო ხალხთან საერთო აღარ მაქვს.
როგორ შეიძლებოდა, ამდენი ნაბრძოლის წყალში ჩაყრა, ამდენი ადამიანისთვის სულში ჩაფურთხება და მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანა იმისთვის, რომ სკამები შეინარჩუნონ. ეს არის “ოცნების” რეალური სახე, თითქოს ებრძვიან “ნაციონალებს” და სინამდვილეში შეკრულები არიან “ნაციონალებთან”.
სწორედ ამიტომ ვამბობ, დამთავრებულია ,,ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნა და რეალურია რიგგარეშე არჩევნები მომავალი წლისთვის და გახარიას ხელისუფლებაში მოსვლა უმრავლესობით”.
[sexy_author_bio]