Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 790 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 626 478.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ დღე-ღამეში ვირუსით ინფიცირების 4 467 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 42 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 699 პირი ემსხვერპლა.
5 925 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
45 683 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 22 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 263 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 248 ადამიანი.