საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეში ამერიკელი იურისტი ჯონ სენდვიჯი ჩაერთვება. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხის” დამფუძნებლი და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია ავრცელებს.
მისი თქმით, იურისტი აღნიშნულ საქმეზე მთავარი საერთაშორისო სპიკერი იქნება, რომელიც აშშ-დან საქართველოში ჩამოვა.
როგორც გვარამია აცხადებს, იურისტი ჯონ სენდვიჯი ძალიან მაღალი კვალიფიკაციისაა და ძალიან მაღალი თანამდებობები ეჭირა ობამა-ბაიდენის ადმინისტრაციაში.
,,ჩვენ ველოდებით აშშ-დან მიხეილ სააკაშვილის იურისტს, რომელიც ძალიან მაღალი კვალიფიკაციისაა და ძალიან მაღალი თანამდებობები ეჭირა ობამა-ბაიდენის ადმინისტრაციაში. ის იქნება მთავარი საერთაშორისო სპიკერი ამიერიდან და ისაუბრებს საერთაშორისო რანგითაც და საქართველოს მიმართულებითაც მთავარ საკითხებზე. დიახ, ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ ყველაფერს ჰქონდეს უმძიმესი შეფასებები და დავფაროთ ამ შეფასებებით მთელი საერთაშორისო საზოგადოება, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.