5 – 7 ნოემბერს ბათუმში, უმცროსს ჭაბუკთა შორის, ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში როსტომ აბაშიძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა.
აღნიშნულ შეჯიბრზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.
ოზურგეთელმა ჭაბუკებმა შინ 12 მედალი, აქედან 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 6 ბრინჯაო წამოიღეს :
ნიკოლოზ კუტუბიძე – I
ლუკა ფიფია – I
გიორგი როყვა – I
ზურა სადრაძე – I
ლუკა კილაძე – II
ბექა გოგოლაძე – II
ლუკა ძირკვაძე – III
ერეკლე თავბერიძე – III
ცოტნე კოჩალიძე – III
გიორგი გორდელაძე – III
გიორგი ბერაძე – III
რეზო გუჯაბიძე – III