საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ვიდეო მიმართვას ავრცელებს და დახმარებას ითხოვს.
“უკვე 40 დღეზე მეტია შიმშილობს. თვალწინ მიკლავენ ერთადერთ შვილს, დაუმძიმდა მდგომარეობა, დაეწყო ტკივილები. არ გადაჰყავთ კლინიკაში, რომელიც მას ესაჭიროება. მივმართავ ყველას, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინ არის საქართველოში და ვინც არ არის, და არა მხოლოდ მათ, ბევრი ადამიანია ჩემი შვილის მეგობარი მთელ მსოფლიოში. დამეხმარეთ, დაგვეხმარეთ, ნუ დავუშვებთ, იმას რომ მოგვიკლან თვალწინ ადამიანი, რომელმაც შეგვიქმნა წარმატებული სახელმწიფო.
რა არის მისი დანაშაული? ის, რომ უყვარს თავისი ქვეყანა. რის გამოც ჩამოვიდა საშიშროების მიუხედავდ. მისი ძირითადი დანაშაული არის ის, რომ 2008 წელს მან უბრძოლველად არ ჩააბარა ქვეყანა აგრესორს. ძალიან გთხოვთ, ვიცი, რომ ყველა ადამიანი აკეთებს შესაძლებელს და შეუძლებელს, მაგრამ როგორც ჩანს მეტია საჭირო. გადავარჩინოთ, ძალიან გთხოვთ”, – ამბობს სააკაშვილის დედა.