“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე იმყოფებიან, უწყების ხელმძღვანელთან, ეკატერენე ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდამაშვილმა განაცხადა, უწყებას ამისთვის 20 წუთი აქვს.
მისი თქმით, დეპუტატებს სამინისტროში შევლის და მინისტრთან შეხვედრის კანონიერი უფლება აქვთ.
„20 წუთი აქვს ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც იმალება, მიიღოს გადაწყვეტილება შეხვედრის და გაგვცეს პასუხი. მშვიდად და წყნარად შევალთ და შევხდებით, _ განაცხადა უდუმაშვილმა.
[sexy_author_bio]