ბათუმში, სუს-ის ადმინისტრაციულ შენობასთან დაკავებული მოძრაობა „სირცხვილიას“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამ დრომდე ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
თამარ კურატიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, აქტივისტს დაკავებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ პოულობდნენ. როდის ჩაინიშნება დაკავებულის სასამართლო პროცესი ჯერ უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუს-ის ბათუმის ოფისის წინ თამარ კურატაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. აქტივისტი გუშინ სუსის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქციაზე აიყვანეს. „რამდენს დაგვაკავებთ?“ – ლოზუნგით აქციის მონაწილეები „გირჩის“ ლიდერების დაკავებას აპროტესტებდნენ.